ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

როგორ დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=y8XanzNF9rA

შსს  ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის დაკავების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დაადასტურა გერლიანის დაკავების ფაქტი.

დავით გერლიანის უკრაინიდან დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 18 ივნისს გაავრცელა. დავით გერლიანი ოდესის ერთ-ერთ რესტორანში პოლიციამ დააკავა. ე.წ. კანონიერი ქურდობა, ასევე ქურდული სამყაროს წევრობა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კანონიერი ქურდობა ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე ვადით.

 

იტვირთბა....