ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს მინისტრი: ე.წ კანონიერი ქურდი, დავით გერლიანი, დაკავებულია (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=P-93dj_-5Pk

ე.წ კანონიერი ქურდი, დავით გერლიანი, დაკავებულია-ინფორმაციას დავით მღებრიშვილი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ადასტურებს:

„ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი იგივე სვანი დაკავებულია. ის სამართლადამცველებმა საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.“ – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დავით გერლიანის უკრაინიდან დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 18 ივნისს გაავრცელა. დავით გერლიანი ოდესის ერთ-ერთ რესტორანში პოლიციამ დააკავა. ე.წ. კანონიერი ქურდობა, ასევე ქურდული სამყაროს წევრობა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კანონიერი ქურდობა ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე ვადით.

იტვირთბა....