ტელეკომპანია “თრიალეთის” ინფორმაციით, 17 ივნისს ღამის საათებში გორში ნუსხელიშვილის ქუჩაზე სამართალდამცველები არასრულწლოვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა 14-15 წლის მოზარდებს უთხრეს რომ სახლში შესულიყვნენ წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავებით დაემუქრნენ.
პოლიციის თანამშრომლების ეს მიმართვა ახალგაზრდებმა გააპროტესტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. თვითმხილველების განცხადებით სამართალდამცველები არასრულწლოვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ დროს სიტუაციის გასარკვევად მივიდა გოჩა ავლოხაშვილი, რომელსაც თვითმხილველების თქმით პოლიციელებმა ჯერ სცემეს, მოგვიანებით კი დააკავეს.
“მეტრონომი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში გვითხრეს, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს.
https://youtu.be/dqCVEJRApsA