ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

კადრები, რომელიც პროკურატურამ პროცესზე აჩვენა მაგდა პაპიძე აატირა (ვიდეო)

ვიდეო მეტრონომის არქივიდან

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის არსებითი განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გრძელდება.

მოწმის სახით  იმ მაღაზიის მფლობელი დაიკითხა, სადაც მაგდა პაპიძემ ურო შეიძინა. მისი თქმით, აღნიშნული ურო ბრალდებულმა 19 დეკემბერს იყიდა და მასში 25 ლარი გადაიხადა. მოწმის თქმით, პაპიძეს  რამდენიმე ურო აჩვენა, რომლებიდანაც მან ერთი თავად აარჩია.

პროკურორმა დიდ ეკრანზე ნაფიც მსაჯულებს ის კადრები უჩვენა, სადაც ასახაულია, როგორ შედის პაპიძე მაღაზიაში თავის 5 წლის შვილთან ერთად უროს საყიდლად, შემდეგ კი უროთი უკან ბრუნდება.

კადრების დანახვაზე ბრალდებულმა ემოციები ვერ შეიკავა და ხმამაღლა ატირდა.

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე დღეს ექსპერტ-კრიმინალისტებიც დაიკითხებიან.

იტვირთბა....