საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის 27 ივნისს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას რუსეთისა და საქართველოს სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებიც მიიღებენ.