ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოსახლეობა 9-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

აქცია ვარკეთილში, ადგილობრივმა მოსახლეობამ 9 სართულიანი კორპუსის მშენებლობას გააპროტესტა. სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ბავშვებს შეუძლიათ თამაში.

ადგილობრივების მტკიცებით, პროექტი ამ მონაკვეთზე ხეების მოჭრასაც ითვალისწინებს. ისინი მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ და არ გამორიცხავენ, სარჩელით სასამართლოსაც მიმართონ.

„დავით ნარმანიას დაპირება, რომ თითქოსდა გაამკაცრა სამშენებლო ნებართვები, აღმოჩნდა დიდი ტყუილი და მან 2016 წლის 1 ივნისს სკვერში, გამწვანების ზონაში გასცა 9 სართულიანი კორპუსის მშენებლობის უფლება,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” – წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

სამშენებლო კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ სამშენებლო ნებართვა აქვთ. კომპანიის წარმომადგენელის თამაზ იაგანაშვილის თქმით, მოსახლეობის პროტესტის გამო მშენებლობა დროებით შეჩერდება.

იტვირთბა....