მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის მენეჯერი დავით ბულავრიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას და აფრთხილებს მოსახლეობას.
მეგობრებო, ისეთი აპლიკაციები და საიტები, რომლებიც ერთი შეხედვით გასართობია, მაგალითად ასეთი სახელწოდებით “სად იცხოვრებდი”, “რომელ მეგობარს გავხარ”, “როგორი ხასიათი გაქვს”, და მსგავსი, უმეტეს წილად ითხოვენ თქვენს ფეისბუქ პროფილზე და მეგობრების სიაზე, სურათებზე და კიდევ უამრავ რამეზე წვდომას და თქვენი სახელით დაპოსტვის უფლებას, შედეგად კი აგროვებენ თქვენს შესახებ პერსონალურ ინფორმაციას. ასეთი რამის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ აპლიკაციას, რომელსაც გარკვეული უფლება მიეცით, უბრალოდ, ზოგის შემქმნელი საქმისთვის იყენებს და ზოგი სხვა რამისთვის. მერე ნუ გიკვირთ თქვენი სახელით რაიმეს გამოქვეყნება, რეკლამები, სპამი, ამ ჯგუფში როგორ მოვხვდი, ვირუსები, და ა.შ.