თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა ფრენები დაინიშნება, -ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
24 ივნისიდან ბათუმის მიმართულებით შიდა ფრენები თბილისიდან და ნატახტრიდან შესრულდება.
ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთის ერთი გზის საწყისი ფასი 50 დოლარი, ხოლო ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით 80 ლარი იქნება.
ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს ყაზახური კომპანია SKYBUS შეასრულებს.
ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით ქართული ავიაკომპანია „სერვის ეარი” იფრენს.
Skybus ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა რეისებს 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 50-ადგილიანი CRJ100 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
ფრენების განრიგი შემდეგია: ორშაბათი და ოთხშაბათი: ბათუმი-თბილისი: 07:30, თბილისი-ბათუმი: 09:00
პარასკევი: ბათუმი-თბილისი: 19:25, თბილისი-ბათუმი: 20:50.
სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა: ნატახტარი – ბათუმი: 09:00, ბათუმი – ნატახტარი: 11:00