საქართველოს ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჭანკოტაძის საქმეზე განაჩენი სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა.
განაჩენის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ჭანკოტაძის სისხლის სამართლის წესით გასამართლებაზე დაარღვია ადამიანის უფლებების შესახებ კანონი.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ზურაბ ჭანკოტაძის საქმეში დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) და მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი (სამართლიანი სასამართლოს უფლება).
გამოტანილი განაჩენის მიხედვით, საქართველომ ზურაბ ჭანკოტაძეს უნდა გადაუხადოს 20 000 ევროს მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით და 15 000 ევრო ხარჯების კომპენსაციის სახით.
შეგახსენებთ, რომ ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძე 2004 წლის მარტში, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.