ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მინისტრი საჯარო სკოლაში ლევან ვასაძის განცხადებების ჩვენებას არასწორს უწოდებს

 

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რუსთავის მე-2 საჯარო სკოლაში ბიზნესმენ ლევან ვასაძის საოჯახო კონგრესზე გაკეთებული განცხადებების ჩვენებას არასწორს უწოდებს.

„ახლა ჩვენ ფსიქოლოგებთან ერთად ვმუშაობთ, რომ დავადგინოთ რამდენად შესაფერისი, დასაშვები იყო მათთვის ამ კადრების ჩვენება და თუ აღმოჩნდა, რომ არ იყო დასაშვები, მაშინ შესაბამის ზომებს მივიღებთ. ვფიქრობ, ძალიან ცუდი აზრი იყო, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა სკოლაში ასეთი ვიდეოს ჩვენება. მედიაში, სამწუხაროდ იმდენ არასწორ რამეს ვაჩვენებთ ბავშვებს და მედიის მოვალეობაც ეს არის, რომ რეალობა ასახოს. შესაბამისად, ამ ბავშვებს ასეთი რამეებიც აქვთ ნანახი და სხვა რამეებიც. ამიტომ ჩვენ ყველა ერთად უნდა შევეცადოთ, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, რომ ისინი ჯანსაღი ფსიქიკისა და ღირებულებების მატარებლები იყვნენ. ჩვენი რეაგირება არის კომუნიკაცია სკოლებთან. ვუხსნით რა სახის ზიანი შეიძლება მიაყენოს ასეთმა რამეებმა ბავშვებს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რუსთავის მე-2 საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეებს საოჯახო კონგრესზე ლევან ვასაძის გამოსვლა აყურებინებს, განცხადების ფონზე კი 26 მაისისა და 7 ნოემბრის კადრები მიდიოდა. განათლების სამინისტრომ თავდაპირველად წამების კადრების ჩვენება უარყო, თუმცა მოგვიანებით მინისტრმა “ნაციონალური მოძრაობის”  მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

იტვირთბა....