თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ვაკის, ისნის, გლდანის, მთაწმინდის, კრწანისის, დიდუბის, ნაძალადევის, სამგორის, დიდგორის და საბურთალოს რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
ვაკის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ვაზისუბნის დასახლების II მიკრორაიონის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ალვანის, სამოქალაქოს, კარდენახის და ცუცქირიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, ჯანჯღავას, კაჭარავას და კობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, კოლმეურნეობის მოედნის, ვეკუას, ხაზინის, ფხოვის, პუშკინის და გრიბოედოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის, ნადირა ხოშარაულის, გუდაუთის, ლუბლიანას და გიორგი ტერევერკოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის და გია რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ორხევის დასახლების, თრიალეთის, და მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე 1-საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, შატილის, ძოწენიძის, გამრეკელის, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.