“რესპუბლიკური პარტია” წევრების დატოვების საკითხს ეხმაურება. “მეტრონომთან” საუბარში პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარომამდგენლის თათო ღვინიანიძის თქმით, მათ იციან, რომ ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა პარტია დატოვა, თუმცა ზუსტად რამდენმა წევრმა თქვა პარტიის მანდატზე უარი ჯერ უცნობია. ამ დრომდე პარტიის დატოვებაზე ყოფილ წევრებს ჯერ ოფიციალურად არ მიუმართავთ.
შეგახსენებთ, “რესპუბლიკური პარტია” 50-მდე წევრმა დატოვა. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლიდერების მიერ “ქართულ ოცნებასთან” ორპარტიული გადაწყვეტილების გაფორმება გახდა.