ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძესა და მის დას, ლანა პაპიძეს შორის, სასამართლო პროცესზე ემოციური საუბარი შედგა. მოწმის სახით მიყვანილმა ლანა პაპიძემ დას მიმართა:
“ხმამაღლა ილაპარაკე, ძალიან მენატრები და მინდა, რომ ყურში ჩამრჩეს”.
სხდომაზე, დებს შორის, შემდეგი საუბარი გაიმართა:
“მაგდა, მე ადამიანად აღარ ვვარგივარ, დღე და ღამე შენი ხმა მესმის, თორნიკე მელანდება ოთახებში”- მიმართა ლანა პაპიძემ დას.
“შენ დამლაპარაკებელი მაინც გყავს, მე არავინ მყავს 7 თვე”-უპასუხა მაგდა პაპიძემ.
ბრალდებულმა დას მისი ოჯახური სიტუაციები გაახსენა. საუბარი ემოციების ფონზე მიმდინარეობდა.
ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე. მოწმეებად ბრალდებულის და, ლანა პაპიძე, მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა, მახო ქაფიაშვილი, მეზობლები და ომარ ქაფიაშვილის თანამშრომლები იკითხებიან.