ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილი: „წარმოუდგენლად მიმაჩნია ის, რაც მერაბიშვილმა თქვა“

წარმოუდგენლად მიმაჩნია ის, რაც მერაბიშვილმა თქვა, -განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, ჟურნალისტებთან ვანო მერაბიშვლის საქმეზე კომენტირებისას.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სისუსტე არ იკვეთება, თუმცა რადგან ამ თემაზე კითხვები არსებობს, გამოიძიებაც უნდა ჩატარდეს:

“მე არ მიმიქცევია ამისთვის იმ დროს შესაბამისი ყურადღება. მახსოვს ის გამონათქვამები, თითქოს ღამე ვიღაცამ თავზე რაღაც ჩამოაცვა და გაიყვანეს. დღესაც მგონია, რომ ეს აბსურდია. რატომ არ აწარმოეს გამოძიება მაშინ, ეს იწვევს კითხვებს. თუკი სტრასბურგში ასეთი კითხვა დადგა, ალბათ ახლა მაინც გამოიძიებენ. მე ჩემი მხრიდან გამოძიებას დაველოდები, მაგრამ წარმოუდგენლად მიმაჩნია ის, რაც მერაბიშვილმა თქვა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია. ეჭვს არ იწვევს მისი პატიმრობაც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კითხვაზე შესაძლებლად მიაჩნია თუ არა, რომ პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილი შიეწყალოს, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს ოქმის მიხედვით, ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში დარღვევები იკვეთება.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ის საკნიდან გაიყვანეს და მოსამართლე ფარცხალაძესთან მიიყვანეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

იტვირთბა....