ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას ლარში სესხების გაცემის აუცილებლობაზე ისაუბრა:
“2015 წელს სესხების დოლარიზაცია მცირდებოდა, ლარიზაცია იზრდებოდა და ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება. წლის მეორე ნახევარში დეპოზიტების დოლარიზაცია გაიზარდა, რა პროცესიც 2016 წელს შეტრიალდა. დოლარიზაცია კომპლექსური პრობლემაა. მას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ჩვენ გვაქვს გარკევული ღონისძიებები, რასაც ვახორციელებთ. მთავრობასთან ერთად დამატებით ღონისძიბებზე ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, ლარში სესხის გაცემა მიმზიდველი გავხადოთ “, – განაცხადა მესტვირიშვილმა.
ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა დავით ონოფრიშვილმა დოლარიზაციის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, სესხის ლარში აღების მსურველს, კომერციული ბანკი უარს არ უნდა ეუბნებოდეს. პარლამენტარის აზრით, სესხის 100 000-მდე ლარში აღება, შესაძლებელი უნდა იყოს.