ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მაგდა პაპიძის დედა და დედამთილი პოლიციაში გადაიყვანეს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედას, დასა და ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირებაზე  125-ე, ცემის  მუხლით დაიწყო. ამის შესახებ „მეტრონომს“ შსს-ს პრესსამსახურმა განუცხადა.

მაგდა პაპიძის დედა და დედამთილი დაკითხვაზე პოლიციაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის ახლობლებს შორის დაპირისპირება დღეს ორჯერ მოხდა. პირველი დაპირისპირება სასამართლო სხდომის დაწყებამდე მოხდა, მეორე კი, სასამართლოს- საპირფარეშოში.

ქაფიაშვილის ახლობლების განცხადებით, საპირფარეშოში შესულ ომარ ქაფიაშვილის დედას, დარეჯან მინდიკაურს მაგდა პაპიძის დედამ, ლია შამუგიამ ხელი დაარტყა.

მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. დღეს მოწმეების, ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების დაკითხვა მიმდინარეობს.

გამოძიების ვერსიით, მეგობარ მამაკაცთან, ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობის გაგრძელების მიზნით მაგდა პაპიძემ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოკლა. სამართალდამცველებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს.

იტვირთბა....