“განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდი, რომ ასეთი ტიპის ფორუმებს დასწრებოდნენ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, ექსპერტები, რომლებიც უფრო ოპოზიციურად არიან განწყობილები ხელისუფლების მიმართ და იმ ეკონომიკის მიმართ, რომელიც დაფუძნდა 2012 წლის შემდგომ”. -ასეთი განცხადება სქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე გააკეთა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ასეთი კონფრენციის დაფუძნების იდეა თავად ეკუთვნის. ივანიშვილმა ფორუმზე გამოსვლისას კრიტიკულად განწყობილ ექსპერტებს მოუწოდა ღიად გამოთქვან იმ პრეტენზიების შესახებ, რაც მათ ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის მიმართ აქვთ.
„ასეთი ტიპის ფორუმის დაფუძნების მიზანი გახლდათ ის, რომ შეფასდეს ეკონომიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველია, შეფასდეს მმართველობის ტიპი, რომელიც ჩვენ დავაფუძნეთ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ. არ არის მარტივი მისი შეფასება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდი, რომ ასეთი ტიპის ფორუმებს დასწრებოდნენ ოპოზოციური ძალების წარმომადგენლები, ასე ვთქვათ ექსპერტები, რომლებიც უფრო ოპოზციურად არიან განწყობილები ხელისუფლების და იმ ეკონომიკის მიმართ, რომელიც დაფუძნდა 2012 წლის შემდგომ. მიუხედავად ჩემი დაჟინებული თხოვნისა, ასეთი ექსპერტები ასეთი ტიპის ფორუმებზე ნაკლებად ჩნდებიან. იქნებ, მოხერხდეს კრიტიკული შეფასება ხელისუფლებისა, ეკონომიკური გუნდი მყავს მხედველობაში, სად ვართ დღეს, რა უნდა გაკეთდეს და რა როლი უნდა იკისროს ხელისუფლებამ, რა უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანა სტაბილურად განვითარდეს. კიდევ ერთხელ გავუსვამდი ხაზს, რომ იმ ეკონომიკურ სიდუხჭირეში, რაც არის, თუ ჩვენი საზოგადოება კარგად არ გავაცნობიერეთ და ანგარიში არ გავუწიეთ, შეიძლება, საზოგადოების ნაწილი, რომელიც არის გაჭირვებული, სხვა მიმართულებით წაიყვანონ“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია – „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევები” მიმდინარეობს.

