ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„გვყავს გამჭვირვალე, არაკორუფციული მთავრობა და გვაქვს სუსტი ეკონომიკა“

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კონფერენციაზე ”საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო” არაკორუფციულ მთავრობასა და ამავდროულად, სუსტ ეკონომიკაზე ისაუბრა:

”კვირიკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესს. გვყავს გამჭვირვალე, არაკორუფციული მთავრობა და გვაქვს ასეთი სუსტი ეკონომიკა, როგორიც გვაქვს. გვაქვს ევროპული ტიპის დემოკრატია და თუ მოვახერხებთ ამის შენარჩუნებას, შევძლებთ ეკონომიკა განვავითაროთ. დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც იმართება ხალხისგან, იმართება ბიზნესისგან და ყველა თქვენს გამოძახილს ეხმაურება, რომ ლობირება გაგიწიონ. საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც გაჭირვებულია, შეუძლიათ, რომ სხვა მიმართულებით წაიყვანონ და დავკარგოთ ის სტაბილურობა, რომელიც ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილმა გაიხსენა, საქართველოში საკუთრება დაუცველი იყო და ხელისუფლება  ბიზნესაქმიანობაში ერეოდა:

”იმასაც შეგახსენებთ, რა დონეზე იყო ადამიანის უფლებები – ძალიან დაბლა, ნულთან ახლოს. ერთი ჯგუფი კი კანონზე მაღლა იდგა და ყველაფრის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს. სიტუაცია იყო ძალიან მძიმე, სწორედ ამ მიზნით მოვედი პოლიტიკაში. მოკლედ შეგახსენებთ რა გაკეთდა: ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მხრივ, საქართველო ევროპის შესადარი გახდა. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ვინმე ერევა პირად საკუთრებაში ან სასამართლოს დამოუკიდებლობაში ან მედიის თავისუფლებაში. ჩემი გადმოსახედიდან მაქსიმალურად გაკეთდა ყველაფერი, რომ ადამიანის უფლებები ძალიან ახლოს იყოს ევროპულთან. ამ დროს ეკონომიკა 6-ჯერ ჩამორჩება უფრო მეტჯერ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას. ასეთი დისბალანსი საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

იტვირთბა....