ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქართველი ჯარისკაცების სკანდალი აფრიკაში – გამოძიება დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგამოძიებო ჯგუფის მიერ დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.

„გაერო-ს მისიისა და ბანგის არასამთავრობო სექტორის მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილზე საგამოძიებო ჯგუფის მიერ სავარაუდო დაზარალებულთა გამოკითხვის პროცესი სამი დღე გაგრძელდა. შემდეგ კი, მხარეებმა ფოტოსურათებით ამოცნობისა და სავარაუდო დაზარალებულების ჩვენების ადგილზე შემოწმების პროცედურები ჩაატარეს. ქართულმა მხარემ საგამოძიებო პროცესი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან შეთანხმების შესაბამისად განახორციელა.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უცხოელი სამხედროების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოში გაგრძელდება და გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღება“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

შეგახსენებთ, ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიით მყოფი გარკვეული ჯარისკაცის მხრიდან ადგილობრივ არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალურ ძალადობას შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე თვის წინ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა გაავრცელა.

იტვირთბა....