ახალი ამბები მთავარი სამართალი

გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე კრიმინალური პოლიციის მთავარ სამმართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს. უმცირესობის დეპუტატი საგამოძიებო ორგანოში ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის, იგივე სვანის თემაზე, 5 საათზეა დაბარებული.

დავით გერლიანის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია თარგამაძემ გაავრცელა.  თარგამაძეს უწყება დღეს დილით ჩაბარდა.

“გერლიანის თემაზე ვკითხეთ, ყავდათ თუ არა დაბარებული ისიც და პასუხი არ ჰქოდათ,” – განუცხადა გივი თრაგმაძემ რუსთავი 2-ს.

დეპუტატის თქმით, უკრაინაში დაკავებისას კანონიერ ქურდს დედის გვარზე, ჩაჩიაბაიაზე დამზადებული პასპორტი ჰქონდა.

როგორც ოპოზიციური პარტიის წევრი განმარტავს, სვანა 1972 წელს სოხუმში დაიბადა და ის 2014 წელს თურქეთში კანონიერ ქურდად აკურთხეს.

იტვირთბა....