თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი პირველ ივლისს იწყება.
რეგისტრაცია ორ ეტაპად წარიმართება.
პირველი ეტაპი დაიწყება 1 ივლისს, 13:00 საათზე, რა დროსაც დარეგისტრირდებიან შემდეგი კატეგორიის ბავშვები:
100 000–ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვები (სოციალურად დაუცველი);
სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი 8 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირდება ყველა კატეგორიის ბავშვი.
რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე.
წელს საჯარო საბავშვო ბაღებში 12 ათასი ვაკანტური ადგილი იქნება, თუმცა თბილისის მერიის ინფორმაციით, შესაძლებელია, სექტემბერში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობა გაიზარდოს