ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახლახანს: ფოიეში მაგდა პაპიძის და ოთარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

 

შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ხმაური იყო ფოიეში. ერთმანეთს მაგდა პაპიძის ოჯახი და მოკლული ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. მანდატურებმა სიტუაცია მალევე განმუხტეს. მაგდა პაპიძის საქმის არსებითი განხილვა ცოტა ხანში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განახლდება.

დღევანდელ სხდომაზე  ბრალდებულის და, ლანა პაპიძე და მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა მახო ქაფიაშვილი დაიკითხებიან.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

 

იტვირთბა....