რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან ვიტალი ჯოჯიშვილი წაიყვანეს. ის, სავარაუდოდ, ცხინვალში იმყოფება.
ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ მთელი დღე საქონელს სოფლის კუთვნილ ტერიტორიაზე მწყემსავდა, საღამოს კი სახლში არ მისულა.