“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი, დღეს დილით თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს.
მისი თქმით, გამომდინარე იქედან, რომ გავრცელებული ვიდეომასალას თან არ ახლავს აუდიოჩანაწერი, ის სრულიად ცვლის იმ რეალურ სურათს, რაც შემთხვევის ადგილზე მოხდა. მისივე თქმით ვიდეომასალა არ ასახავს ინციდენტის დაწყების მომენტს.
ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ სამუშაო პროცესში მათ მიუახლოვდათ პიროვნება, რომელმაც მათ მიაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგადაც რუსთავი 2-ის ოპერატორმა ჰკითხა თუ რას უკავშირდებოდა მისი ეს დამოკიდებულება, ელენე ფირცხალაიშვილის თქმით, ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამ დიალოგის შემდეგ დაიწყო.
https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=GPv9yv-JoQw