ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 20 ივნისს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებშია ნათქვამი. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართება.
შეგახსენებთ, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითზე ლუქსემბურგში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა 10 ივნისს იმსჯელეს, თუმცა მაშინ შეხვედრა გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრმა კლაას დიკჰოფმა განაცხადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება.
შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა აღნიშეს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზეა დამოკიდებული.