ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრაგიკული შემთხვევის შედეგად 11 ბავშვი დაიღუპა

რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად 11 ბავშვი დაიღუპა, ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

მედიის ცნობით, კარელიის სამოზეროს ტბაზე დასასვენებლად 47 ბავშვი და 4 უფროსი ჩავიდა. ღამის საათებში მომხდარი შტორმის შედეგად კი მათი ნავები გადაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფში ძირითადად, 12-დან 15 წლამდე ბავშვები იყვნენ. ამჟამად მაშველები 4 ბავშვს ეძებენ.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....