გერმანიის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება. მედიის ცნობით, ოფიციალურ ბერლინს სურს, მისცეს უფლება ევროპელ მოქალაქეებს, გერმანიის ბუნდესვერში იმუშაონ, რაც „ევროპული პერსპექტივისთვის“ ძლიერი სიგნალი იქნება.
გერმანიის ხელისუფლების შესაბამისი ინიციატივა შეიარაღებულ ძალებში არსებულ პრობლემებს უკავშირდება. როგორც გერმანული მედია წერს, ამჟამად ბუნდესვერში 170 000-ის ნაცვლად მხოლოდ 167 000 ადამიანი მსახურობს.