ბელგიაში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაკავებულებს ბრალი წაუყენეს. პროკურატურამ 12 ეჭვმიტანილიდან სამი თავდასხმების მომზადებაში დაადანაშაულა, დანარჩენები კი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
გავრცელებული ცნობით, დაკავებულების სამიზნე შესაძლოა ფეხბურთის გულშემატკივრების თავშეყრის ადგილი ყოფილიყო.
შეგახსენებთ, მასშტაბური სპეცოპერაცია ბელგიის 16 მუნიციპალიტეტში გუშინ ჩატარდა. სამართალდამცველებმა 40-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და 150-მდე ფარეხი შეამოწმეს, თუმცა იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები არ უპოვიათ.