ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩვენ ვაპირებთ მინისტრები გვყავდეს ბოლომდე“

“რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობას დატოვებენ ან ჩვენი გადაწყვეტილებით, ან პრემიერის. ჩვენ ვაპირებთ მინისტრები გვყავდეს ბოლომდე,” – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე აქცენტი პარტიის მიერ რაიონებში მუშაობაზე გაკეთდა. ბერძენიშვილის შეფასებით, პარტია წინასაარჩევნო მარათონში მთელი ძალით ჩართვას 2 კვირაში შეძლებენ.

„ჩვენი მინისტრები იქნებიან მინისტრები მანამ, სანამ პარტია არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას ან პრემიერი არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას. ჩვენ ვაპირებთ ევროპულად დავამთავროთ ის, რასაც დავპირდით, კოალიციაში ვიყავით და ჩვენი მინისტრები იქნებიან კოალიციაში,“ -განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

იტვირთბა....