„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე ქართველი კანონიერი ქურდის ოდესიდან საქართველოში დეპორტაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
დავით გერლიანზე, იგივე სვანაზე, თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით უკრაინაში დაკავებისას კანონიერ ქურდს დედის გვარზე, ჩაჩიაბაიაზე დამზადებული პასპორტი ჰქონდა.
„დღეს 19 საათზე ოდესიდან თბილისის რეისით საქართველოში დეპორტირებულ იქნა 2014 წელს თურქეთში კანონიერ ქურდად კურთხეული, 1972 წელს სოხუმში დაბადებული დავით ნუგზარის-ძე გერლიანი (დათო სვანი). უკრაინაში დაკავებისას მას გააჩნდა პასპორტი, გაცემული დედამისის გვარზე, კერძოდ, ჩაჩიბაიაზე.
ქვემოთმოყვანილი ვიდეო ასახავს ხსენებული დეპორტაციის პროცესს.
ველი შსს-ს მოქმედებებს ან მორიგ ოპუსს თვითმფრინავიდან ადამიანის გაუჩინარების შესახებ”- წერს თარგამაძე სოციალურ ქსელში.