სტამბოლში პოლიციამ აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბია, აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია.
პროტესტის მიზეზი ბრიტანულ როკ-ჯგუფ Radiohead-ის თაყვანისმცემლებზე თავდასხმა გახდა. 17 ივნისს, მუსიკალურ მაღაზიში, სადაც Radiohead-ის ახალი ალბომის პრეზენტაცია მოეწყო, მამაკაცების ჯგუფი შეიჭრა და იქ მყოფებს დაესხა თავს. ამის შემდეგ აღნიშნულ მაღაზიასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, ისინი ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
თავდამსხმელთა თქმით, მაღაზიაში შეკრებილი ახალგაზრდები ალკოჰოლურ სასმელებს მიირთმედნენ, რაც დაუშვებელია. თურქი გულშემატკივრების მხარდასაჭერად Radiohead-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნული ფაქტი დაგმო.