ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული და დაიხუროს მაგდა პაპიძის პროცესი“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული იმისათვის, რომ სასამართლო პროცესი დაიხუროს. ამის შესახებ მან სოციაურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა.

„ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული და დაიხუროს მაგდა პაპიძის პროცესი. მოწმეებს უნდა აეკრძალოთ მედიასთან საუბარი და აღსრულდეს პერსონალური ინფორმაციის შესახებ კანონი. პროცესის დახურვას რა აზრი აქვს თუ ექიმი პირს მოაღებს და ტელევიზორში ყველანაირ პერსონალურ ინფორმაციას დაფქვავს. ჩვენი კანონმდებლობა ამ ყველაფრის საშუალებას იძლევა და ამას მოითხოვს ყველას, გარდაცვლილების, ბრალდებულის და საზოგადოების ინტერესები. ეს იქნებოდა ჩვეულებრივი რამ დასავლეთის ბევრ ქვეყანაში და ჩვენი ყოყმანი ამ მხრივ სრულიად გაუმართლებელია”, – წერს ანა დოლიძე საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე.

შეგახსენებთ, შვილისა და მეუღლის მკვლელობში ბრალდებულის მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ამ დრომდე დაკითხულია ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე.

იტვირთბა....