თამბაქოს მოხმარების რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას თამბაქოს პოპულარიზაციის წინააღმდეგ კანონის მიღებისკენ მოუწოდეს.
მოძრაობის აქტივისტები კანონპროექტის მოსამზადებლად ვადას მთავრობას 21 ივნისამდე აძლევენ და წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.
მათი ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების შედეგად ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში 35 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.