ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ბელგიაში 12 პირი დააკავეს

ბელგიაში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარდა.  რეიდების დროს 40-მდე ეჭვმიტანილი დაკითხეს, რომელთაგანაც 12 ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრიუსელსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში 40 საცხოვრებელი სახლი და 150-მდე ავტოფარეხი გაჩხრიკეს.

რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიასა და საფრანგეთში ტერაქტების ახალი სერია იგეგმებოდა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ბელგიაში წუხელ ჩატარებული სპეცოპერაციები ამ საფრთხეს.

იტვირთბა....