ორგანიზაცია „ამბრელას“ წევრის, ლუკა ფეიქრიშვილის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს. სახლში სამართალდამცველების ყოფნის შესახებ თავად ლუკა ფეიქრიშვილმა განაცხადა.
როგორც ფეიქრიშვილი ამბობს, მის სახლში ჩხრეკა სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებს უკავშირდება.
ორგანიზაცია „ამბრელას“ წევრის განცხადებით, სამართალდამცველები მისი პირადი კომპიუტერის პროკურატურაში წაღებას აპირებენ. ამავდროულად, თავად ფეიქრიშვილიც უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში, თუმცა რა სტატუსით მისთვის ჯერჯერობით უცნობია.