საქართველოში საწვავის ფასი გაიზარდა. ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტებზე ფასები დაახლოებით 3-5 თეთრით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტთა იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
“ფასების მატება ცალსახად და პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატებას. ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად მომატებულია ბოლო თვეების განმავლოში და დღეს დაახლოებით 6 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელზეა.
პარალელურად მომატებულია ნავთობპრუქტების – ბენზინის, დიზელის საერთაშორისო ფასები პლაცის მიხედვით. ნავთობის ფასების პარალელურად ეს ფასიც მნიშვნელოვნად არის მომატებული. ეს გახდა სწორედ მიზეზი, რომ ჩვენთან ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა ფასის კორექტირება”, – აცხადებს ნავთობპროდუქტთა იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილიმთვრალაშვილი.
ნავთობპროდუქტთა იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მაისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 17,7%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით.