საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის, ეკა მიშველაძის თქმით, იმ ადამიანების პასუხიმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომელთა შეცდომებმაც სტრასბურგის სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება გამოატანინა.
“სახელმწიფოსთვის ასეთ დამაზიანებელ გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს ამ პირების სამსახურეობრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.” – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

