ერევანში აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხები განიხილება.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გასამართად ერევანში განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მისი მოადგილე გოგი ფაცაცია გაემგზავრნენ.
მხარეებს შორის მოლაპარაკება წითელი ჯვრის ეგიდით მიმდინარეობს.