aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რითი მოიწამლა 24 ადამიანი ხელვაჩაურში: ექსპერტ-ტოქსიკოლოგი სავარაუდო მიზეზს ასახელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში გუშინ მოწამლული 11 ბავშვი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. თბილისში  მკურნალობას სამი ზრდასრულიც აგრძელებს.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტები გამთენიისას მიიღეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ამ დრომდე უცნობი რჩება ნივთიერება, რომელმაც მოწამვლა გამოიწვია:

„ასეთ სწრაფ ინტოქსიკაციას იძლევა აეროზოლური ინტოქსიკაციები,“- აცხადებს   იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ექსპერტ-ტოქსიკოლოგი, ოთარ რუსაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში დაბადების დღის წვეულებაზე 24 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 11 ბავშვი, 9 თვიდან 16 წლამდე. ადგილობრივები განზრახ მოწამვლას არ გამორიცხავენ. ამ დრომდე უცნობია ინტოქსიკაციის მიზეზი.

იტვირთბა....