aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თინა ხიდაშელი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

„გენერალური მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ ნატოს ვარშავის სამიტის შესახებ და მთავარი თემა იყო კომუნიკე, რომელიც სამიტის შედეგად უნდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ. ერთი,რაც შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა სამიტიდან გაცილებით მეტი შესაძლებლობებითა და პროექტებით დატვირთული და თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით უფრო გაძლიერებული გამოვა.”-განაცხადა ხიდაშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

იტვირთბა....