ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში გიგა ბოკერიას შეხვდა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაახლოებით ერთი საათის წინ  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა.

როგორც „მეტრონომს“ “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურმა  განუცხადა, გიგა ბოკერიამ და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს.

„სხვა დეტალებს ვერ გეტყვით“ – განგვიცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდეტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი დაინიშნა. განცხადებას 17:00 საათზე გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე გააკეთებს. განცხადების თემა უცობია.

 

 

იტვირთბა....