ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

”მე სისხლები ჩემი თვალით ვნახე…”: რატომ ატირდა მაგდა პაპიძე ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაზე

“მაგდამ მომიყვა, 9 საათზე ომარი და თორნიკე გავიდნენ ხაჭაპურის საჭმელად. ომარის გათიშული ჰქონდა ტელეფონიო. პირველი საათისთვის ტელეფონი ჩართო ომარმა და მითხრა, მოვდივართო. შემდეგ მაგდამ მომიყვა, რომ ომარი დაგდებული ნახა დერეფანში. როცა ხელი მოვკიდე, თავიდან სისხლმა გაასხაო”- ამის შესახებ ბრალდებულ მაგდა პაპიძის პროცესზე ერთ-ერთმა მორიგმა მოწმემ განაცხადა.

მოწმე მისი მეზობელია. ”მე სისხლები ჩემი თვალით ვნახე, მაგდა. ტილოთი იყო მოწმენდილი. შენ კარგი დედა იყავი, მე არასოდეს მითქვამს, რომ ეს შენ გააკეთე”- მიმართა მოწმემ მაგდა პაპიძეს. მან გაიხსენა დეტალები და განაცხადა, რომ მაგდა პაპიძე იდეალური დედა იყო, რაზეც პაპიძემ ტირილი დაიწყო. მოწმის თქმით, მაგდამ მას უთხრა, რომ ომარი და მაგდა ბინის გირაობას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც ომარი ვალებს გადაიხდიდა.

”აქ არ მინდა ცხოვრებაო, მითხრა მაგდამ” – მოწმემ განაცხადა, რომ ის ოთარ ბერძენიშვილს იცნობს. მათი ურთერითობის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მაგდა პაპიძე დააკავეს. შემდეგი მოწმის, მოკლული ომარ ქაფიაშვილის მეგობრის თქმით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ომარი არ სვამდა. მისი თქმით, მკვლელობის ღამეს ის ომარის შეხვდა და ისაუბრა. საუბარი ძირითადად მანქანის გაკეთებას ეხებოდა. კითხვაზე, იცოდა თუ არა ომარიმ მაგდას ღალატის შესახებ, მოწმემ უპასუხა, რომ ომარი ბოლო პერიოდში ალბათ რაღაცას ხვდებოდა.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობაშია ბრალდებული. ის ბრალს არ აღიარებს.

იტვირთბა....