ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2 დაიღუპა, 1 დაშავდა: რა გახდა საოლქო სასამართლოსთან გაჩენილი ცეცხლის მიზეზი

 

საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, მესამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

შემთხვევა გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიის მიმდებარედ მოხდა.

დაშავებული სხეულის 35 პროცენტიანი დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

როგორც „მეტრონომს“ შს სამინისტროში უთხრეს, ექსპერტიზა მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, სიგარეტის ნამწვისგან ცეცხლი სამზარეულოს გაუჩნდა, რის შედეგადაც 30 კვადრატული ფართი დაიწვა.

ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა, თუმცა ორი ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იტვირთბა....