aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს, რომელიც   სამხრეთ კავკასიის შესახებ ჟენევაში გამართულ საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდს უკავშირდება:

“შეხვედრის საერთო ატმოსფეროს ჩრდილი მიაყენა 7 ივნისს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ რეზოლუციის ქართული პროექტის მიღებამ, რომელიც შედგენილია უკიდურესად პოლიტიზირებულად და რეალური ფაქტების შეუსაბამოდ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ამასთან დაკავშირებით მკვეთრი პროტესტი გამოთქვეს, ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგიდან ლტოლვილების შესახებ პუნქტის ამოღება მოითხოვეს და უარი თქვეს, ამ თემის განხილვაზე, ვიდრე ქართული მხარე არ შეწყვეტს ნიუ-იორკში ლტოლვილების მდგომარეობის შემსუბუქებისთვის უაზრო დოკუმენტების წარდგენას. რუსეთის დელეგაციამ მხარი დაუჭირა ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პოზიციას”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიცილურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება  ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმების მუშაობაში პოზიტიურ დინამიკაზეც საუბრობს:

 

“მონაწილეები მიესალმებიან მრავალწლიანი პაუზის შემდეგ აფხაზეთის ქალაქ გალში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის აღდგენას (მორიგი შეხვედრა 6 ივლისს არის დაგეგმილი). 19 მაისს საქართველო-აფხაზეთის საზღვრის რაიონში მომხდარი ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაიღუპა საქართველოს მოქალაქე, გამოითქვა იმედი, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მომხდარს გამოიძიებს ნაციონალური კანონმდებობის შესაბამისად და გამოძიების შედეგებს აცნობებს ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის მონაწილეებს”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი შეშფოთებულია ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების შეღწევის გამო:

“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს ქართული მხარის მიერ პროვოკაციული პრაქტიკის გამო, კერძოდ სასაზღვრო ნიშნების დაზიანების გამო, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ასევე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების შეღწევის გამო”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში ნატო-ს აქტიურობი გამო, კერძოდ მაისში ჩატარებული ერთობლივი წვრთნის გამო.

 

“ცალკეული ქართველი პოლიტიკოსების მილიტარისტული განცხადებების ფონზე ევროპიდან საქართველოში ალიანსის ძალების, მათ შორის ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების, ოპერატიული გადასროლის დამუშავება, სოხუმსა და ცხინვალში საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს. ამასთან დაკავშირებით, თბილისის უარი ჟენევის დისკუსიების მონაწილეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთო განცხადების მიღებაზე აღქმული იყო როგორც არაკოსნტრუქციული მიდგომა მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი თემისადმი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 2016 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

იტვირთბა....