დღეს დილით ფონიჭალაში, გულბანის 23 ნომერში ცეცხლი გაჩნდა და 120 კვ.მ-ზე გავრცელდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ცეცხლის შედეგად მსუბუქი დამწვრობა ერთმა მამაკაცმა მიიღო, ორი საცხოვრებელი სახლი კი დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
გულბანის ქუჩაზე იმყოფებოდნენ კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი და გამგეობის წარმომადგენლები. დაზარალებულებს გამგეობა დროებითი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფს.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება არ დაუწყებულა.

