გრძელდება შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
დღესაც მოწმის სახით წარმოდგენილი არიან მაგდა პაპიძის მეზობლები და მეგობრები.
მოწმემ გაიხსენა, რომ 7 საათზე დაბრუნდა სახლში, სადარბაზოში კარადასთან შენიშნა მაგდა, რომელიც მის დანახვაზე შეცბა.
,,შეშლილი სახე ჰქონდა, რომ ველაპარაკებოდი სხვაგან იყო” – აღნიშნა მოწმემ.
მან ასევე გაიხსენა, რომ იმ დღეს მაგდას მისთვის თმა უნდა შეეღება. მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება. მაგდა სახლში არ იყო და უპასუხა: ”არ დაიძინო, მოვალ მალე”.
მან გაიხსენა მკვლელობის ღამეც:
,,ლილი იყო დამხობოლი ომარის გვამთან. მაგდა იდგა ტრასაზე და ყვიროდა, სასწრაფო გამოიძახეთო”.
როგორც მოწმე ამბობს, მანქანაში იყო ბავშვი, რომელიც მაგდამ მანქანიდან გადმოიყვანა.
”მაგდა უყვიროდა, რა გჭირს, თვალი გაახილე” – აღნიშნა მოწმემ.
”როცა მაგდას ოთახში სისხლის მონაწმენდის კვალი დავინახე, გამიჩნდა ეჭვი, რომ რაღაცაში იყო საქმე”- განაცხადა მოწმემ და დააყოლა, რომ მაგდა პაპიძე დამნაშავეა, სწორედ მან მოკლა შვილი და მეუღლე.
რიგით მეორე მოწმის თქმით,
რომელიც მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმის ნათლიაა, მოკლულ ომარ ქაფიაშვილს რომ გაეგო, რომ მაგდას საყვარელი ჰყავდა, ამას ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვებოდა.
მოწმის თქმით, მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე პანაშვიდზე, მოკლულებს როცა დასტიროდა ხმამაღლა ამბობდა, რომ მაგდას საყვარელი ჰყავდა.
”მოკლულს დასტიროდა, შენ როგორ გამჯობინა, თუ ასეთ რამეს აპირებდა, მე რატომ არაფერი მკითხაო”-აღნიშნა მოწმემ.
მას ბრალდების მხარემ აჩვენა ნაგვის ურნაში აღმოჩენილი ბავშვის ფოტოები, რომელიც აღნიშნული მოწმის შვილის ნათლობის ფოტოები აღმოჩნდა. მისი თქმით, არ იცის როგორ აღმოჩნდა აღნიშნული სურათები ურნაში. როგორც მოწმე იხსენებს, ფოტოები დარეჯან მინდიკაურთან იყო.
ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ მოწმის დაკითხვისას ითხოვა, რომ დარბაზში მყოფმა დარეჯან მინდოკაურმა და მისმა ნათესავებმა არ წამოიძახონ მისი მისამართით არაფერი, რადგან ის ისედაც მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება. მოსამართლემ დამსწრეებს შენიშვნა მისცა. რასაც მოჰყვა მინდიკაურის რეპლიკა ”რას ქვია არაფერი ვთქვათ”.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვა. თავდაპირველად იკითხებიან მაგდა პაპიძის მეზობლები.
შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს.