მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე, სოციალური ქსელით საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
“პატარქალაშვილები…მარქაროვი…და ყველა ის ვინც დაიკითხა და ჩემზე და ჩემი ოჯახის თემას ასე საჯაროდ შეეხნენ ყველა მათ სიტყვაზე ტელევიზიების წინ საჯაროდ დამიდასტურებენ ამ ფაქტებს!
მოვითხოვ საჯაროდ პირისპირ გაიმეორონ ეს ყველაფერი რაც სასამართლოზე ჩემი მაგდას წინ ილაყბეს!
მე ვალდებული არ ვარ, არც ჩემი ოჯახი ამდენი ლაყბობა ვითმინო საჯაროდ ასმენინონ ხალხს ის ამდენი სიცრუე, რასაც დღეს მოწმეები ყვებოდნენ ….
შთაბეჭდილება გვრჩება რომ გადასარევად არიან დარიგებულები …საკმარისია ამდენი აფერისტობები და გულის ამრევი გამოსვლები! ჩემი დის ფრჩხილის ფასი არ ხართ არც ერთი, გამოდიხართ და შვილმკვდარ დედაზე ამხელა სიცრუეეს ყვებით…
მე მეხებით ამხელა სიცრუით და თუ გგონიათ ამას ისე დავტოვებ ძაან ცდებით! პატარქალაშვილი ლალი ის ქალია ვინც წლების განმავლობაში კანალიზაციის წყალს ასხამდა მაგდას თავზე….ჩადიოდა მაგდას ოთახში ეს კანალიზაციის სუნი და წყალი და აქეთ მიაყენე ლალი შენ მაგდას შეურაცხყოფა და არც კი ცდილობდი მოგეგგავრებინა ეს წყლის პრობლემა, სწორედ შენს გამო გააკეთეს ომარიმ და მაგდამ რემონტი დამპალი იყო შენგან კედლები კანალიზაციის წყლით.
ჰოდა ახლა გამოდიხარ შენი შვილით და მაგდასკენ იშვერ თითს, ხომ არ დაგავიწყდა ომარიმ რომ შეიტანა შენზე საჩივარი და დაგაწერინეს ხელწერილი რომ მეტჯერ არ შეაწუხებდი მაგდას ოჯახს ამ კანალიზაციის წყლით.
თუ გინდა ამას დაგიდასტურებ ფაქტებით! როდემდე უნდა ვუთმინოთ საინეტერსოა ამიტომ ყველაფერზე საჯაროდ გამცემენ პასუხს! მარქაროვი და რამდნიმე სხვა მათი ვითომ მოწმე პასუხს გამცემს საჯაროდ ყველა იმ ფრაზაზე სადაც მე მოვიაზრები”, – წერს ლანა პაპიძე.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღეა მაგდა პაპიძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. უკვე დაიკითხნენ გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის დედა ლილი მინდიკაური, საქმის მთავარი მოწმე ოთო ბერძენიშვილი და მაგდა პაპიძის მეზობელი.