საქსტატის 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში საშუალო თვიური ანაზღაურება 913 ლარს შეადგენს. ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროდ საფინანსო საქმიანობა ითვლება, სადაც საშუალო თვიური ანაზღაურება 1748 ლარია. საქართველოში ყველაზე დაბალი თვიური ანაზღაურება კვლავ განათლების სფეროშია და ის თვეში საშუალოდ 488 ლარს შეადგენს.
მამაკაცის საშუალო თვიური ანაზღაურება საქართველოში 1106 ლარია, ხოლო ქალის კი 696 ლარია. ქალისა და მამაკაცის საშუალო ანაზღაურება საქართველოში თითქმის ყველა სფეროში განსხვავდება:
საფინანსო სექტორი: ქალი – 1276 ლარი, კაცი – 2471 ლარი
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ქალი – 1111 ლარი, კაცი – 1100 ლარი
სახელმწიფო მმართველობა: ქალი – 1236 ლარი, კაცი – 1358 ლარი
მშენებლობა: ქალი -1010 ლარი, კაცი – 1389 ლარი
ჯანმრთელობის დაცვა: ქალი – 751 ლარი, კაცი – 1173 ლარი
განათლება: ქალი – 466 ლარი, კაცი – 566 ლარი
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა: ქალი – 952 ლარი, კაცი – 1235 ლარი
სასტუმროები და რესტორნები: ქალი – 565 ლარი, კაცი – 784 ლარი
დამამუშავებელი მრეწველობა: ქალი – 551 ლარი, კაცი – 887 ლარი
სოფლის მეურნეობა: ქალი – 492 ლარი, კაცი – 577 ლარი.