ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბიზნესმენის ძმას ტყვია ყურშია აქვს მოხვედრილი

ბათუმში გარდაცვლილი ბიზნესმენის, ალიკა დავითაძის ძმა აცხადებს, რომ მის ძმას ტყვია ყურში აქვს მოხვედრილი.

”გარეთ იჯდა მაღაზიასთან. მარჯვენა თვალით ვერ ხედავდა. ტყვია ყურში აქვს ნასროლი”, – აღნიშნა მურად დავითაძემ.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი ალიკა დავითაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. დავითაძის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბიზნესმენი მოკლულია.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....