ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რაიონები თბილისში, რომლებსაც ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ

დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს. შეზღუდვა შეეხება სამგორის, გლდანის და მთაწმინდის რაიონებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, დენი არ ექნება აბაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის და ლეონიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

იტვირთბა....